|
2022-12-10 16:12:43, 1223 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირმა რუსეთის მოქალაქეებისა და რუსული კომპანიების კუთვნილი 18,9 მილიარდი ევრო გაყინა
ევროკავშირის ქვეყნებმა რუსი ოლიგარქებისა და რუსული კომპანიების კუთვნილი 18.9 მილიარდი ევროს ღირებულების აქტივები გაყინეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას deutsche well ავრცელებს. მათი ცნობით, ყველაზე მეტი - 3.5 მილიარდი ევრო ბელგიამ დააყადაღა, მეორე ადგილზეა ლუქსემბურგი 2,5 მილიარდით და გერმანია 2,2 მილიარდი ევროს ღირებულების გაყინული აქტივებით. სიაში მოხვდა ასევე მალტაც, ქვეყანა, სადაც მოქმედებს საკამათო "ოქროს პასპორტის" სქემა მდიდარი ინვესტორებისთვის, მათ შორის რუსებისთვის, სადაც 146 558 ევროა დაბლოკილი. სიაშია ასევე საბერძნეთი 212 201 ევროთი. აღსანიშნავია, რომ აქტივების გაყინვას და ევროკავშირში შესვლის აკრძალვას, საერთო ჯამში, 1241 ფიზიკური პირი და 118 ორგანიზაცია ექვემდებარება უკრაინის კონფლიქტში მათი როლის გამო. ამასთან, როგორც მანამდე ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, ბრიუსელში ამ აქტივების კონფისკაციისა და უკრაინისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხი აქტიურად განიხილება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)