20:35 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-10 13:56:31, 1725 ნახვა

რეგიონი
ქედაში 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში დასკვნითი ღონისძიება ,,ქორწინება ადრეულ ასაკში და მისი შედეგები“ გაიმართა

დღეს, ქედის მუნიციპალიტეტში ადამიანის უფლებათა დაცვის დღესთან დაკავშირებით 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში დასკვნითი ღონისძიება ,,ქორწინება ადრეულ ასაკში და მისი შედეგები" - გაიმართა, რომელსაც ტრენერი თიკო გიორგაძე უძღვებოდა.

შეხვედრას მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლის დამამთავრებელი მოსწავლეები ესწრებოდნენ.

მათ ისაუბრეს განათლების აუცილებლობაზე, საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდება ნაადრევი ქორწინების შესაძლო რისკებზე და უარყოფით მხარეებზე. ასევე, ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე „რა მექანიზმები გააჩნია სახელმწიფოს ქალთა უფლებების დასაცავად".

მოსწავლეებს საჩუქრად თემასთან დაკავშირებული წიგნები გადაეცათ.

ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია 25 ნოემბერს - ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს დაიწყო და 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს დასრულდა, რომლის ფარგლრბშიც პროგრამულად ხუთი აქტივობა გაიმართა.

ღონისძიებას ორგანიზებას ადმინისტრაციული სამსახურის გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის სპეციალისტები უწევდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics