04:15 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-10 12:06:47, 1170 ნახვა

მსოფლიო
კატარში მსოფლიო თასის გაშუქებისას ამერიკელი ჟურნალისტი, გრანტ უოლი გარდაიცვალა

კატარში, მსოფლიო ჩემპიონატის მატჩის გაშუქებისას, ცნობილი ამერიკელი სპორტული ჟურნალისტი გრანტ უოლი გარდაიცვალა.

შემთხვევა ნიდერლანდები-არგენტინას თამაშის დროს მოხდა.

თვითმხილველების თქმით, უოლი სტადიონზე ჟურნალისტებისთვის განკუთვნილ ადგილას იმყოფებოდა, რა დროსაც გონება დაკარგა და დაეცა.

მისი გარდაცვალების გარემოებები და მიზეზი უცნობია.

„აშშ-ის ფეხბურთის მთელ ოჯახს გული სტკივა იმის გაგებით, რომ ჩვენ დავკარგეთ გრანტ უოლი", - წერს აშშ-ის ფეხბურთის ფედერაცია.

აღსანიშნავია, რომ გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, 6 დეკემბერს, უოლმა პირად ვებსაიტზე გამოქვეყნებულ პოსტში თქვა, რომ თავს ცუდად გრძნობდა.

უოლის თქმით, დახმარებისთვის მსოფლიო ჩემპიონატის მედიაცენტრის სამედიცინო კლინიკას მიმართა, რადგან მას ეგონა, რომ ბრონჰიტი ჰქონდა.

გრანტ უოლი CBS Sport-ის ამერიკელი სპორტული ჟურნალისტი და ფეხბურთის ანალიტიკოსი იყო. ის ფეხბურთს 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში აშუქებდა, მათ შორის მუშაობდა 11 მსოფლიო ჩემპიონატზე.

 

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics