2022-12-09 18:10:07, 2512 ნახვა
ომი უკრაინაში
კირილენკო - ერთ დღეში რუსებმა დონეცკის რეგიონში 5 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს
8 დეკემბერს ცნობილი გახდა რუსების მიერ დონეცკის რეგიონში მოკლული 5 მშვიდობიანი მოქალაქის შესახებ: 3 ბახმუტში, 1 ტორეცკში და 1 ნეტაილოვოში. ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პაველ კირილენკო ავრცელებს.
მისივე თქმით,ამჟამად მარიუპოლსა და ვოლნოვასში მსხვერპლის ზუსტი რაოდენობის დადგენა შეუძლებელია.
"რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას კლავს! 8 დეკემბერს, ცნობილი გახდა რუსების მიერ დონეცკის რეგიონში მოკლული 5 მშვიდობიანი მოქალაქის შესახებ: 3 ბახმუტში, 1 ტორეცკში და 1 ნეტაილოვოში.
რეგიონში კიდევ 2 ადამიანი დაშავდა. ყველა სამხედრო დამნაშავე დაისჯება!", - განაცხადა კირილენკომ
ავტორი: ექსპრესნიუსი,