|
2022-12-09 10:30:48, 1068 ნახვა
მსოფლიო
აშშ უკრაინას $275 მლნ ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს
ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას დამატებით 275 მლნ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. აღნიშნულ ინფორმაციას „ასოშიეთედ პრესი“ შტატების ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, სამხედრო დახმარების პაკეტი მოიცავს საბრძოლო მასალასა მაღალტექნოლოგიურ სისტემებს, რომლებიც დრონებთან გასამკლავებლად გამოიყენება. ამერიკელი ოფიციალური პირები, რომლებმაც ანონიმურად დარჩენა ისურვეს, ამბობენ, რომ უახლესი პაკეტის ფარგლებში, უკრაინას გენერატორებთან და სამხედრო ავტომობილებთან ერთად, საევე 80 ათასი ჭურვი ჰაუბიცებისთვის და მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემისთვის საჭირო საბრძოლო მასალა გადაეცემა. „ასოშიეთედ პრესის“ ინფორმაციით, სამხედრო დახმარების ახალ პაკეტთან დაკავშირებით ვაშინგტონი საჯარო განცხადებას დღეს გააკეთებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)