03:20 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-09 09:51:17, 2092 ნახვა

ომი უკრაინაში
СБУ-მ ხერსონის, ჩერკასის, ჟიტომირისა და ვოლინის ეპარქიებში სახელმწიფო ღალატის მტკიცებულებები აღმოაჩინა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (СБУ) ხერსონის, ჩერკასის, ჟიტომირისა და ვოლინის ეპარქიებში სახელმწიფო ღალატის მტკიცებულებები აღმოაჩინა. აღნიშნულ ინფორმაციას Ukrinform-ი СБУ-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, უკრაინის 4 რეგიონის ანექსიის გამოცხადებისას, კრემლის დარბაზში ადგილობრივი არქიმანდრიტი - ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის წინამძღვარი იმყოფებოდა. მღვდელი რუსი ოკუპანტების თანხლებით ხერსონიდან, რეგიონის გათავისუფლებამდე რამდენიმე დღით ადრე, სამხრეთ უკრაინის დროებით ოკუპირებულ რეგიონებში გაიქცა.

ტაძრის ტერიტორიაზე СБУ-ს თანამშრომლებმა აღმოაჩინეს ხატების კოლექცია, რომელიც ხერსონის ოკუპაციის დროს, ლიტვის საპატიო კონსულის სახლიდან მოიპარეს.

„ეკლესიის შენობის შემდგომი შემოწმების შედეგად, აღმოჩენილია „რუსეთის ფედერაციის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ფედერალური მრჩევლის“ სახელზე დაწერილი საშვები და ადგილობრივი მღვდლების რუსული პასპორტები, რომლებიც წელს, რაშისტების მიერ ხერსონის ოკუპაციის დროს მიიღეს“, - აცხადებენ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში.

გარდა ამისა, ჩერკასის ოლქის კრასნოჰირსკის სვიატო-პოკროვსკის სახელობის მონასტერში „ახალი რუსეთის“ დროშა და რუსი ავტორების პროპაგანდისტული ლიტერატურის ბიბლიოთეკა აღმოაჩინეს.

ასევე, ოვრუცკ-კოროსტენის ეპარქიის მამათა მონასტრის ტერიტორიასა და ჟიტომირის ოლქში მდებარე ერმიტაჟში გამოაშკარავდნენ ყოფილი კრიმინალები, რომლებიც რუსეთთან კონტაქტს ინარჩუნებდნენ.

„ნიკოლოზ მილეცკის მონასტრის შენობის დათვალიერებისას, ნაპოვნი იქნა აგრესორი ქვეყნისთვის ლოცვების ტექსტები და რუსული „სახელმძღვანელოები", - ამბობენ СБУ-ში.

შეგახსენებთ, რომ მანამდე სხვადასხვა ეპარქიებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, უკრაინულმა უსაფრთხოებამ კრემლისტური ლიტერატურა და რუსული რუბლები აღმოაჩინა.

აღსანიშნავია, რომ 2 დეკემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების აკრძალვის გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics