|
2022-12-08 19:14:28, 1241 ნახვა
მსოფლიო
ტელეარხის დოჟდის მაუწყებლობა ესტონეთშიც შეწყდება
ტელეარხის „დოჟდის“ მაუწყებლობა ესტონეთშიც შეწყდება. ლიცენზია, რომელიც უკვე გაუქმდა, არხს მისცა უფლება გაევრცელებინა კონტენტი ევროკავშირში, აშშ-სა და სხვა ქვეყნებში. ლიცენზიის გაუქმების შემდეგ, ანუ 8 დეკემბრიდან, „დოჟდი“ მაუწყებლობას შეწყვეტს. ლატვიის ელექტრონული მედიის ეროვნულმა საბჭომ ტელეკომპანია Дождь-ს მაუწყებლობის ლიცენზია გაუუქმა. აღსანიშნავია, რომ რუსული ტელეარხის მაუწყებლობამ მანამდე არაერთხელ გამოიწვია ლატვიის ხელისუფლებისა და ოფიციალური პირების უკმაყოფილება. გასულ კვირას საბჭომ ტელეარხი 10 ათასი ევროთი ანექსირებული ყირიმის რუკის რუსეთის შემადგენლობაში გამოყენებისა და რუსული არმიის მიმართ სიტყვა „ჩვენის“ გამოყენებისთვის დააჯარიმა. ტელეწამყვანის ალექსეი კოროსტელევის სიტყვების შემდეგ დოჟდის პირდაპირ ეთერში, 1 დეკემბერს, ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო გამოძიება იმის გამო, რომ არხი დახმარებას უწევდა რუსეთის ჯარს. ტელეარხმა მეორე დღეს ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ მან შეწყვიტა მუშაობა კოროსტელევთან. ამასთან, ჟურნალისტის მხარდაჭერის ნიშნად, ტელეკომპანია კიდევ სამმა თანამშრომელმა დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)