|
2022-12-08 12:21:06, 1128 ნახვა
მსოფლიო
უზბეკეთმა შეწყვიტა რუსეთთან და ყაზახეთთან ე.წ გაზის სამმხრივი გაერთიანება
უზბეკეთმა შეწყვიტა რუსეთთან და ყაზახეთთან "სამმხრივი გაზის გაერთიანება", რომელიც ადრე კრემლის მიერ იყო შემოთავაზებული. ამის შესახებ Reuters წერს. უზბეკეთის ენერგეტიკის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა ჟურაბეკ მირზამახმუდოვმა განაცხადა, რომ ტაშკენტი არ დათანხმდება პოლიტიკურ პირობებს, რომლებიც საფრთხეს შეუქმნის მის ეროვნულ ინტერესებს: „თუ ჩვენ სხვა ქვეყნიდან შემოვიტანთ გაზს, ჩვენ მხოლოდ კომერციული გაყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე ვთანამშრომლობთ. ჩვენ არასდროს დავთანხმდებით პოლიტიკურ პირობებზე გაზის სანაცვლოდ. მოკლედ, ჩვენ მიერ შეთავაზებულ გაზის კონტრაქტს მხოლოდ იმ შემთხვევაში მივიღებთ, თუ ამაზე დავთანხმდებით, თორემ არა“. - აღნიშნა ვიცე პრემიერმა. ამასთან, ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთთან გაზის ხელშეკრულების გაფორმება ჯერ კიდევ შესაძლებელია, მაგრამ „შეთანხმება არ ნიშნავს ალიანსს“. მირზამახმუდოვის თქმით, უზბეკეთი აწარმოებს მოლაპარაკებებს რუსული გაზის მიწოდებაზე ყაზახეთის გავლით, მაგრამ აქ საუბარია არა ალიანსზე, არამედ ტექნიკურ კონტრაქტზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)