2022-12-07 23:19:55, 1874 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსებმა დონეცკის ოლქის ქალაქში ბაზარი და საცხოვრებელი კორპუსები დაბომბეს
რუსმა სამხედროებმა იერიში მიიტანეს დონეცკის ოლქის ქალაქ კურახოვეში მდებარე ბაზარზე, ბენზინგასამართ სადგურებსა და საცხოვრებელ კორპუსებზე, თავდასხმას სულ მცირე რვა მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ კირილო ტიმოშენკომ მომხდარის შესახებ განაცხადა, რომ თავდასხმა განხორციელდა რამდენიმე სარაკეტო გამშვების გამოყენებით,რის შედეგადაც, 8 ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი განაცხადა, რომ რუსები ტერორისტები და არაადამიანები არიან და პასუხს აგებენ მომხდარზე.
ავტორი: ექსპრესნიუსი,