|
2022-12-07 17:10:51, 796 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის საელჩოებში 15 ქვეყანაში საეჭვო კონვერტები მიიღეს
უკრაინის საელჩოებში საეჭვო კონვერტების გაგზავნა გრძელდება, 15 ქვეყნის დიპლომატებმა უკვე მიიღეს მუქარა, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ Facebook-ზე განაცხადა. მისივე თქმით, ერთი კვირაა უკრაინის საელჩოებსა და საკონსულოებში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა, საეჭვო ამანათების მიღების შემთხვევაში პოლიცია, კინოლოგები, პიროტექნიკოსები და კრიმინალისტები ჩამოდიან. მინისტრმა სპეცსამსახურების მუშაობის ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ის პოლონეთშია გადაღებული. მან მომხდარს უწოდა „ტერორის კამპანია უკრაინელი დიპლომატების წინააღმდეგ“, უპრეცედენტო მსოფლიო დონეზე. „მე არ მახსენდება ისტორიაში შემთხვევა, როდესაც ერთი ქვეყნის ამდენი საელჩო და საკონსულო განხორციელებულიყო ასეთი მასიური თავდასხმების მსხვერპლი ამ მოკლე დროში." - ხაზი გაუსვა კულებამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)