13:50 - 04 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-07 15:11:00, 872 ნახვა

საზოგადოება
თორნიკე რიჟვაძე საბერძნეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, მარია თეოდორუს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, მარია თეოდორუსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და საბერძნეთს შორის ეკონომიკური და ტურისტული ურთიერთობის გაღრმავების შესაძლებლობებზე, საინვესტიციო პოლიტიკაზე, კულტურული და საგანმანათლებლო მიმართულებით პარტნიორობის განმტკიცებაზე.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ბერძნულ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მარია თეოდორუმ აჭარის მთავრობის მეთაურს ევროპის საზღვაო რეგიონების ვიცეპრეზიდენტად მეორე ვადით არჩევა მიულოცა  და ბათუმის საერთაშორისო ტურისტული და კულტურული მიმართულებით მიღწეულ აღიარებებს გაუსვა ხაზი.

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს საქართველო და საბერძნეთი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს აღნიშნავს.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრას საელჩოს კომერციული მდივანი  ხრისა თანასა ესწრებოდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სანჩესი- ამერიკულმა საზოგადოებამ ხმა მისცა იმ პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელიც მხოლოდ გაღარიბებას იწვევს, სიძულვილის წინააღმდეგ, სექსიზმის წინააღმდეგ
სააკაშვილი - ჩვენ მივაღწევთ ნამდვილ არჩევნებს, დავამტკიცებთ, რომ ხელისუფლება ეკუთვნის ხალხს და არა მილიარდერს
მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ საპატიმრო დატოვეს
აშშ-ს შესაძლოა წარმომადგენელთა პალატის პირველი შავკანიანი სპიკერი ჰყავდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics