00:51 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-07 13:18:52, 639 ნახვა

საზოგადოება
პროექტის „ჩვენი ჯარი“ ფარგლებში, თავდაცვის მინისტრის მოადგილე სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

პროექტის „ჩვენი ჯარი“ ფარგლებში, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები სკოლებში ვიზიტებს განაგრძობენ. თავდაცვის უწყების ცნობით, მშობლიურ სკოლაში, ამჯერად, თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე იმყოფებოდა.

მინისტრის მოადგილე ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის მე-3 საჯარო სკოლაში მაღალი კლასების მოსწავლეებს შეხვდა და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან საუბრისას მოზარდების ჩამოყალიბების პროცესში სკოლის როლზე, განათლებული ახალგაზრდა თაობისა და მათში პატრიოტული სულისკვეთების გაღვივების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. 

თავდაცვისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი პროექტი მთელი საქართველოს მასშტაბით წარმატებით მიმდინარეობს. მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები, ოფიცრები და სერჟანტები სკოლებს ეტაპობრივად სტუმრობენ და მოსწავლეებს თემატურად შერჩეული და მომზადებული, ვიდეო და ფოტომასალით დატვირთული პრეზენტაციების სახით საქართველოს თავდაცვის ძალების მიზნებსა და ამოცანებზე, სამხედრო განათლების მიღების შესაძლებლობებსა და პრივილეგიებზე, სამხედრო სამსახურის ფორმებზე, საერთაშორისო მისიების მნიშვნელობასა და საქართველოს კონტრიბუციაზე ინფორმაციას პირადად აწვდიან. 

2022-2023 სასწავლო წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით 1301 სკოლაში ვიზიტია დაგეგმილი. პროექტი „ჩვენი ჯარი“ რომელიც თავდაცვის ძალების წარმომადგენლების საჯარო სკოლების მოსწავლეებთან შეხვედრებს ითვალისწინებს, ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებასა და პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებას ისახავს მიზნად. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics