22:38 - 05 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-07 13:14:13, 1560 ნახვა

სამხედრო
სამეთაურო-საშტაბო სწავლება „შურდული 2022“ დაიწყო

საქართველოს თავდაცვის ძალები სამეთაურო-საშტაბო სწავლებას „შურდული 2022“ პირველად ატარებს. სწავლების ოფიციალური გახსნის ღონისძიება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გაიმართა.

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ სწავლების მნიშვნელობაზე ისაუბრა. თავდაცვის უწყების ცნობით, მან აღნიშნა, რომ სამობილიზაციო სწავლება „შურდული 2022“ ეროვნული გვარდიის პირადი შემადგენლობის პროფესიული და საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლებას, რეზერვისტების თავდაცვის ძალებში ინტეგრირებასა და უწყებათშორისი კოორდინაციის კიდევ უფრო განვითარებას შეუწყობს ხელს. ორგანიზატორებმა დამსწრე საზოგადოებას სწავლების სპეციფიკის შესახებ პრეზენტაციაც წარუდგინეს.

„შურდული 2022“ ეროვნული გვარდიის, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის, ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის პირადმა შემადგენლობამ ერთობლივად დაგეგმეს. მასში თავდაცვის ძალების  სხვადასხვა ქვედანაყოფი მონაწილეობს. 5-დღიანი სწავლება საქართველოს მასშტაბით 9 ლოკაციაზე სიმულაციური სცენარის მიხედვით ვითარდება.

სამობილიზაციო სწავლებაში მე-10 და მე-20 კადრირებული ბრიგადების რეზერვისტები, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და ასევე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანამშრომლები მონაწილეობენ. სწავლების დასკვნითი ფაზა ამოცანათა შესრულების განხილვას ითვალისწინებს.

„შურდული 2022“ მიზნად ისახავს: საგანგებო და საომარი სიტუაციების დროს ეროვნული გვარდიის შტაბისა და რეზერვისტთა მომზადების ცენტრების სტანდარტული ოპერატიული პროცედურების დახვეწას; თავდაცვის ძალების დაკომპლექტებას და საბრძოლო დანაკარგების შევსების პროცედურების გაუმჯობესებას; ასევე, უწყებათშორისი თანამშრომლობის გაღრმავებას.

სწავლების გახსნის ღონისძიებას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics