|
2022-12-07 13:04:38, 659 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის სენატმა 2023 წლის თავდაცვის რეკორდული ბიუჯეტი დაამტკიცა - 800 მლნ დოლარი უკრაინისთვის გამოიყოფა
აშშ-ის სენატმა 2023 წლის თავდაცვის რეკორდული ბიუჯეტი დაამტკიცა. ჯამური თანხა 847,3 მილიარდი დოლარია, აქედან 800 მილიონი უკრაინისთვის გამოიყოფა. სენატის განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინას პირდაპირი სამხედრო დახმარების ჯამური მოცულობა 19,3 მილიარდი დოლარია. "უკრაინისა და ნატოს დახმარების გაზრდა - პროექტი აფართოებს და ცვლის უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივას და ამტკიცებს დამატებით 800 მილიონი აშშ დოლარის დახმარებას 2023 ფისკალურ წელს", - ნათქვამია აშშ-ს თავდაცვის ბიუჯეტის პროექტში . გარდა ამისა, ბიუჯეტი ითვალისწინებს 6 მილიარდი დოლარის გამოყოფას ევროპაში და 11.5 აშშ დოლარის გამოყოფას აზრია-წყნარი ოკიანის რეგიონში რუსეთის შეკავებისთვის. ვაშინგტონი ასევე გეგმავს რუსეთის გამორიცხვას საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, მათ შორის G20-დან, ასევე მეორადი სანქციების შემოღებას რუსეთის ფედერაციასთან ოქროსა და სავალუტო ტრანზაქციებში მონაწილეობისთვის. ბიუჯეტის ეს პროექტი შესაძლოა გახდეს ყველაზე დიდი აშშ-ის ისტორიაში, თუ მას კონგრესმენები და სენატორები დაამტკიცებენ, შემდეგ კი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხელს მოაწერს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)