04:40 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-06 20:12:26, 2166 ნახვა

ომი უკრაინაში
The New York Times: დრონები, რომლებიც თავს დაესხნენ რუსეთის აეროდრომებს, უკრაინიდან გაუშვეს

თვითმფრინავები, რომლებიც 5 დეკემბერს თავს დაესხნენ სარატოვისა და რიაზანის რეგიონების აეროდრომებს, უკრაინის ტერიტორიიდან გაუშვეს. ამის შესახებ The New York Times-ი უკრაინელი მაღალჩინოსნის მითითებით წერს. 

ერთ-ერთი თავდასხმა მაინც კოორდინირებული იყო უკრაინის სპეცდანიშნულების ჯგუფის მიერ, რომელიც ახლოს იყო რუსულ ბაზასთან და დაეხმარა თვითმფრინავების მიზანში მიყვანას. ამასთან, გაურკვეველია, როგორ შევიდა რამდენიმე დრონი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, - აღნიშნავს გაზეთი.

აეროდრომებზე მომხდარი ინციდენტები იმაზე მეტყველებს, რომ კიევი მზად არის თავდასხმისთვის რუსეთის სამხედრო ბაზებზე, - წერს The New York Times. გარდა ამისა,  ეს თავდასხმები აჩვენებს უკრაინის უნარს შორ მანძილზე დარტყმები განახორციელოს.

გაზეთი უკრაინის არმიისთვის ამ ოპერაციას ომის დაწყების შემდეგ „ყველაზე გაბედულს“ უწოდებს. თავის მხრივ, ბრიტანული დაზვერვა თავის ყოველდღიურ ანგარიშში წერს, რომ მომხდარი შეიძლება ჩაითვალოს რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე სტრატეგიულად მნიშვნელოვან წარუმატებლობად მისი სამხედრო ობიექტების დაცვის ორგანიზებაში.

5 დეკემბერს დილით მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსის მახლობლად აეროდრომზე თვითმფრინავი ჩამოვარდა. შედეგად, როგორც ამბობენ, დაიჭრა ორი სამხედრო, დაზიანდა ორი ტუ-95 ბომბდამშენი. თითქმის ერთდროულად, ცნობილი გახდა რიაზანის მახლობლად მდებარე აეროდრომზე საწვავის ტანკერის აფეთქების შესახებ, რის გამოც, მედიის ცნობით, ერთ-ერთი თვითმფრინავი დაზიანდა. TASS-ის წყაროს ცნობით, სამი დაღუპული და ხუთი დაშავდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics