|
2022-12-05 17:32:25, 1230 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ კანადის დელეგაციას უმასპინძლა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანაშემწეს, ელჩ სანდრა მაკკარდელს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს კანადასა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში არსებული და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები შესაძლებლობების გაძლიერებისა და ურთიერთთავსებადობის განმტკიცების კუთხით. მხარეებმა სამხედრო სწავლებებში ქართველი და კანადელი სამხედროების ერთობლივ მონაწილეობაზეც იმსჯელეს, მათ შორის მრავალეროვნულ სწავლება Maple Arch-ზე, რომელსაც მენტორობას კანადის შეიარაღებული ძალები უწევს და საქართველოში პირველად 2021 წელს ჩატარდა. შეხვედრაზე აღინიშნა 2023 წელს სამხედრო სწავლების საქართველოში უკვე მეორედ ჩატარების მნიშვნელობა. ლელა ჩიქოვანმა კანადურ მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე მხარეებმა კანადის თავდაცვის მინისტრის საქართველოში ვიზიტის შესაძლებლობაზეც ისაუბრეს.
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)