|
2022-12-05 10:41:34, 1039 ნახვა
საზოგადოება
შალვა პაპუაშვილი - ომს უკვე 33 ქართველი ემსხვერპლა, ეს ჩვენი ქვეყნის დიდი დანაკლისია
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ რუსეთის აგრესიულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ უკვე 33 ქართველო ემსხვერპლა, რაც ქვეყნისთვის დიდი დანაკლისია. "ბოლო რამდენიმე დღეებში 6 ქართველის სიცოცხლე შეიწირა რუსეთის აგრესიულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ. 33 ქართველი ემსხვერპლა უკვე ამ ომს და ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის დიდი დანაკლისია. მინდა მივუსამძიმრო დაღუპული დაღუპულის ოჯახებს, მათ ახლობლებს და მთლიანად საქართველოს",- განაცხადა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, 3 დეკემბერს უკრაინაში კიდევ 5 ქართველი მებრძოლი - რუსულ აგრესიას ბადრი მარკელია, რომეო კვარაცხელია, რომეო ფიჩხაია, მერაბ ალადაშვილი და ავთო რურუა ემსხვერპლნენ. შეტაკება ქალაქ ბახმუტთან მოხდა, რომელიც ომში ახლა ყველაზე ცხელი წერტილია და ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. რუსულ აგრესიას უკრაინაში, 24 თებერვლის შემდეგ, უკვე 33 ქართველი მებრძოლი შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)