19:21 - 26 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-04 18:57:45, 2382 ნახვა

ომი უკრაინაში
ერმაკი - ისინი იბრძოდნენ მშვიდობისთვის, თავისუფლებისთვის - თანავუგრძნობ ჩვენს ქართველ ძმებს

მე, ნამდვილად თანავუგრძნობ ჩვენს ქართველ ძმებს! და ასევე მადლობას ვუხდი ყველა მეომარს, ვინც იბრძვის ჩვენთან ერთად, - ასე ეხმაურება  უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ბახმუტთან 5 ქართველი მებრძოლის დაღუპვას.

ერმაკი Telegram-ზე განცხადებას უკრაინულად და ქართულად აქვეყნებს და ამბობს, რომ საქართველო და უკრაინა საერთო მტერთან ბრძოლაში აუცილებლად გაიმარჯვებენ.

"ბახმუტი - სტრატეგიული ქალაქის თავდაცვა გრძელდება! სასტიკი ბრძოლები ყოველდღეა… სროლის ხმა მუდმივად ისმის, გარშემო სიბნელე, თითქოს ფრაგმენტია პირველი მსოფლიო ომიდან. გარშემო მტრის უამრავი გვამია. ისინი არც ცდილობენ ბრძოლის ველიდან მათ გაყვანას, ასობით მიტოვებული მტრის გვამი პატივის გარეშე…

ჩვენი მეომრები იბრძვიან თავგანწირულად! სამწუხაროდ, ჩვენც ვკარგავთ მეომრებს. ბახმუტთან, ბოლო დღეებში, მტრის ალყაში მოექცნენ ჩვენი უკრაინელი და 57-ე ბრიგადის ქართველი მეომრები. ცნობილია დაჭრილი ქართველი მეთაურის და ხუთი დაღუპული ქართველი ჯარისკაცის შესახებ. ისინი იბრძოდნენ მშვიდობისთვის, თავისუფლებისთვის! თავისუფლება აერთიანებს საუკეთესო ადამიანებს ავტოკრატიულ ბოროტებასთან ბრძოლაში! მე, ნამდვილად თანავუგრძნობ ჩვენს ქართველ ძმებს! და ასევე მადლობას ვუხდი ყველა მეომარს, ვინც იბრძვის ჩვენთან ერთად! აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ თავისუფლებისთვის უკრაინასა და საქართველოში და დავამარცხოთ მტერი. მტერი ხომ ჩვენ ერთი გვყავს! ბახმუტი - ტიტანების ქალაქია!" - წერს ერმაკი. 

ცნობისთვის, 5 ქართველი მებრძოლი ბახმუტთან ბრძოლაში გუშინ, 3 დეკემბერს დაიღუპა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფეიქრიშვილის საქმე: პროკურატურამ პენიტენციურის უფროსისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
გახარია საქართველოსთვის საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვის საკონსტიტუციოს მიერ პარტიის აკრძალვის შემთხვევაში
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics