15:27 - 04 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-04 15:07:23, 986 ნახვა

საზოგადოება
პროექტი „ჩვენი ჯარი“ გრძელდება

პროექტის  „ჩვენი ჯარი“  ფარგლებში  მოსწავლეებს საქართველოს თავდაცვის  ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდალი შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ბრიგადის გენერალი კახა ტაბატაძე საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის მე-2 საჯარო სკოლაში იმყოფებოდა. გენერალი მშობლიური სკოლის მაღალი კლასების მოსწავლეებს გაესაუბრა და   ჯარისკაცის პროფესიისა და თავდაცვის ძალებში მიღებული გამოცდილების შესახებ საინტერესო ინფორმაცია მიაწოდა. ლოჯისტიკის სარდალმა მოსწავლეებთან დისკუსიაში პატრიოტიზმისა და ქვეყნის  დაცვის  მნიშვნელობაზეც ისაუბრა.  

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის  სამხედრო მოსამსახურეებმა კი, მათ თავდაცვის ძალების  სტრუქტურა, ამოცანები, თავდაცვის ძალებში სამსახურის ფორმები, საგანმანათლებლო შესაძლებლობები, საქართველოს ეროვნული გმირების ისტორიები და სამხედრო თემატიკასთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი თემები გააცნეს და ვიდეორგოლებითა და ფოტომასალით დატვირთული პრეზენტაციები წარუდგინეს. 

პროექტს „ჩვენი ჯარი“  თავდაცვის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს და ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებას, თავდაცვის ძალების მიმართ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. პროექტი თბილისისა და საქართველოს რეგიონების მასშტაბით წარმატებით მიმდინარეობს.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში "თბილისობა" გაიმართება
გურჯაანში ავარიას 9 წლის ბავშვი ემსხვერპლა - ოჯახის სამი წევრი კი დაშავდა
გახარია კობახიძის ევროპაში ვიზიტზე - სრული არაკომპეტენტურობა და რეალობისგან სრული მოწყვეტა
მიჩიგანის შტატში სენატორის ადგილი მუსლიმმა დემოკრატმა აბდულ ელ-საიდმა მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics