|
2022-12-04 14:07:20, 1066 ნახვა
საზოგადოება
მეუფე იაკობი 12 რეკომენდაციაზე - საშინაო დავალება მოგვცეს, მაგათი ბავშვი ვინ არის?!
„მინდა ვიკითხო 12 რეკომენდაციაზე. საშინაო დავალება მოგვცეს, მაგათი ბავშვი ვინ არის?! ჩვენზე ცივილიზებულები არიან? - ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იაკობმა ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის მიცემულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან ქადაგებისას აღნიშნა, ევროკავშირმა საქართველო, როგორც ღირსეული წევრი, ისე უნდა მიიღოს, ქარველ ხალხს კი, როგორც ღირსებით აღსავსე ხალხს, ისე უნდა დაელაპარაკოს. "ჩვენ მართალია ჩამოვრჩებით ცხოვრების დონით იმიტომ, რომ საბჭოთა იმპერიაში ვცხოვრობდით და დაჩაგრულები ვიყავით. თავისუფლება გვინდა. გვინდა კარგი ცხოვრება. ხალხის სახელით გამოდიან ვიღაცები და გვლაპარაკებიან - „აი, ქართველი ხალხი...“. გვეკითხებიან, კი ქართველ ხალხს რა გვინდა?! ჩვენ გვინდა კარგი ცხოვრება, ჩვენი ღირსეული ადგილი დავიმკვიდროთ სადმე. დღეს რომ შემოსული არ ვარ (ევროკავშირში) და მჩაგრავ, რომ შემოვიდე მესამეხარისხოვანი ქვეყნების როლში უნდა ვიყო? კეთილი ინებე და მიმიღე, როგორც ღირსეული წევრი, როგორც ღირსებით აღსავსე ხალხს ისე დაგველაპარაკე. 12-დან ერთადერთია შესასრულებელი თავიდან“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)