15:28 - 04 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-04 12:46:25, 970 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში შშმ პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ნაძალადევის რაიონში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. 

თბილისის მერიის ცნობით, შეხვედრის მთავარ თემას წარმოადგენდა 2006 წლის კონვენციისა და შშმ პირთა უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონში არსებული მუხლების პოპულარიზაციიისა და იმპლემენტაციის პროცესების დაჩქარების ხელშეწყობა.

ნაძალადევის გამგეობასა და რაიონში მოქმედი შშმ ქალთა ორგანიზაცია „ქალი და რეალობას“ შორის გაფორმდა მემორანდუმი, რაც მიზნად ისახავს ქალთა უფლებების დაცვის საკითხებში შემდგომ თანამშრომლობას. 

მემორანდუმს ხელი მოაწერეს ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ანდღულაძემ და ორგანიზაციის დამფუძნებელმა თამარ მაჭარაშვილმა.

„სპეციალური შესაძლებლობების მქონე ქალთა გაერთიანება „ქალი და რეალობასთან“ ერთად დავსახეთ სამოქმედო გეგმა და გავაფორმეთ მემორანდუმი, რაც მიზნად ისახავს ქალთა უფლებების დაცვის საკითხებში შემდგომ თანამშრომლობას. რა თქმა უნდა, ვუერთდებით 16-დღიან კამპანიას, რომლის მიზანი ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღმოსაფხვრელად საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა“, - განაცხადა ირაკლი ანდღულაძემ.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს დედაქალაქის მერის შშმ პირების საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელმა მდივანმა გიგა სოფრომაძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა რატი იონათამიშვილმა, მთავრობის წარმომადგენლებმა, ასევე, თბილისის მერიისა და ნაძალადევის გამგეობის თანამშრომლებმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ისწავლე 20-ზე მეტ პროფესიულ აკადემიაში საქართველოს ბანკის სტიპენდიით
თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში "თბილისობა" გაიმართება
გურჯაანში ავარიას 9 წლის ბავშვი ემსხვერპლა - ოჯახის სამი წევრი კი დაშავდა
გახარია კობახიძის ევროპაში ვიზიტზე - სრული არაკომპეტენტურობა და რეალობისგან სრული მოწყვეტა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics