05:37 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-04 12:29:15, 853 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ში აცხადებენ, რომ აპირებენ შეაფერხონ ირანიდან რუსეთისთვის იარაღის მიწოდება

ირანში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა რობერტ მელიმ Bloomberg-ს განუცხადა, რომ ირანი არ აპირებს ბირთვული შეთანხმების განახლებას, ამიტომ აშშ-ის ხელისუფლება ყურადღებას გაამახვილებს სხვა საკითხებზე, მათ შორის რუსეთისთვის ირანული იარაღის მიწოდების შეფერხებაზე.

„ირანი არ არის დაინტერესებული შეთანხმებით და ჩვენ სხვა საკითხებზე ვართ ორიენტირებული. ახლა ჩვენ შეგვიძლია ცვლილებების შეტანა, რუსული იარაღის მიწოდების შეკავებისა და შეფერხების მცდელობით და ირანელი ხალხის ფუნდამენტური მისწრაფებების მხარდაჭერის მცდელობით“, - თქვა რობერტ მალიმ.

ირანი და რუსეთი თვეების განმავლობაში უარყოფდნენ, რომ რუსული არმია ირანული წარმოების იარაღს იყენებდა უკრაინის ომში. ნოემბერში, ირანის ხელისუფლებამ პირველად აღიარა, რომ მათ მართლაც მიაწოდეს იარაღი რუსეთს, მაგრამ ეს მოხდა უკრაინაში რუსეთის შეჭრამდეც - და თეირანი მოსკოვს მხოლოდ „მცირე“ თვითმფრინავებით აწვდიდა. უკრაინის ხელისუფლებამ ირანის განცხადება სიცრუედ მიიჩნია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics