06:54 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-03 12:51:04, 1236 ნახვა

მსოფლიო
რუსული ვაგნერის წევრები აფრიკაში მუსლიმებს რელიგიური ნიშნით ანადგურებდნენ

რუსული კერძო სამხედრო შენაერთი ვაგნერი, რომელიც პუტინის პირად მზარეულს ევგენი პრიგოჟინს ეკუთვნის,  ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკეაში მუსლიმებს რელიგიური ნიშნით არჩევდა და ხოცავდა.

ამის შესახებ, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშია ნათქვამი სადაც "ვაგნერმა" განსაკუთრებული შეშფოთების ორგანიზაციის სახელი მიიღო.

მსგავსი სტატუსი მიიღეს ისეთმა ორგანიზაციებმა, როგორიცაა თალიბანი, ISIS-დიდი საჰარა, ISIS-დასავლეთ აფრიკა და ბოკო ჰარამი.

ამ სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს აშშ-ის კანონი საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების შესახებ. მას იღებენ ორგანიზაციები, ისევე როგორც მთელი ქვეყნები, რომლებიც, აშშ-ის ხელისუფლების განცხადებით, უშვებს რელიგიური თავისუფლების დარღვევას.

ანგარიშის მიხედვით, კერძო სამხედრო სტრუქტურა "ვაგნერი" იყო ჩამოთვლილი, როგორც ორგანიზაცია "განსაკუთრებული შეშფოთების" გამო მისი საქმიანობის ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში (CAR). სახელმწიფო დეპარტამენტის უსახელო წარმომადგენელმა განუცხადა CNN-ს, რომ სამხედრო ორგანიზაციის წევრები ავიწროებდნენ რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს მეამბოხე ჯგუფების წინააღმდეგ ოპერაციების დროს.

ხშირ შემთხვევაში, ვაგნერი არ ასხვავებდა შეიარაღებულ ელემენტებსა და რელიგიურ უმცირესობათა საზოგადოებიდან რიგით მოქალაქეებს. პრიგოჟინის ორგანიზაცია ასევე მონაწილეობდა ფულანის ხალხის ხოცვა-ჟლეტაში.

"ჩვენ ვგმობთ Wagner PMC-ის თავდასხმებს მუსლიმურ თემებზე და მოვუწოდებთ CAR მთავრობას, პასუხისმგებლობა მოეთხოვოს უსაფრთხოების პარტნიორებს და გადახედოს ქვეყანაში Wagner PMC-ის მუდმივი ყოფნის დამანგრეველ შედეგებს." - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

ნოემბრის ბოლოს, Bloomberg-ის წყაროებმა განაცხადეს, რომ აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაცია განიხილავს ვაგნერის გაერთიანებას როგორც ტერორისტულ ორგანიზაციად.  დეკემბრის დასაწყისში აშშ-ის კონგრესს წარედგინა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს რუსეთის PMC-სთვის ასეთი სტატუსის მინიჭებას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics