2022-12-02 11:23:25, 2121 ნახვა
ომი უკრაინაში
ოკუპანტებმა ნიკოპოლი მძიმე არტილერიით დაბომბეს
რუსმა ოკუპანტებმა ნიკოპოლის რაიონის თემები მძიმე არტილერიით დაბომბეს. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვალენტინ რეზნიჩენკოს თქმით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.
"რუსები მოსვენებას არ აძლევენ ნიკოპოლის რაიონს... მთელი ღამე მძიმე არტილერიით ურტყამდნენ ტერიტორიას", - აცხადებს რეზნიჩენკო.
დნეპროპეტროვსკის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, დამპყრობლებმა თითქმის 40 ჭურვი ისროლეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,