|
2022-12-01 17:23:55, 1254 ნახვა
მსოფლიო
ლავროვი - ჩვენ არასდროს მოგვითხოვია მოლაპარაკება, მაგრამ მოსასმენად ყოველთვის მზად ვართ
სასაცილო და უსიამოვნოა, როდესაც რუსეთს ბრალს სდებენ, იმაში, რომ ის მუდმივად ითხოვს რაიმე სახის მოლაპარაკებას,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. ლავროვმა კიდევ ერთხელ უარყო მოლაპარაკება კიევთან და აღნიშნა, რომ რუსეთი „მზადაა მოუსმინოს“ მეორე მხარეს. „ჩვენ არასდროს მოგვითხოვია რაიმე მოლაპარაკება, მაგრამ ყოველთვის ვამბობდით, რომ თუ ვინმეს აქვს ინტერესი მოლაპარაკებების გზით, ჩვენ მზად ვართ მოვუსმინოთ“,- განაცხადა ლავროვმა. მისივე თქმით, რუსეთი თითქოს არ ცდილობს მოლაპარაკებებს „ომის გაყინვისთვის“. „ხალხი იტყუება, გულწრფელად იტყუება, რომ ჩვენ ვითხოვთ მოლაპარაკებებს“, - დასძინა ლავროვმა. აღსანიშნავია, რომ მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთი მზადაამოლაპარაკებებისთვის "შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით". ამასთან, ეს განცხადება რუსეთის მიერ ხერსონის ჩაბარების ფონზე გაკეთდა. შეგახსნებთ, რომ უკრაინამ პუტინთან მოლაპარაკებაზე საკანონმდებლო დონეზე თქვა უარი. პრეზიდენტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა მტკიცედ განაცხადა, რომ კიევი კრემლთან მოლაპარაკებას მხოლოდ საკუთარი პირობებით აწარმოებს. ერთ-ერთ ასეთ პირობას პოდოლიაკმა უწოდა რუსული ჯარების სრული გაყვანა უკრაინის ტერიტორიიდან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)