|
2022-12-01 15:53:00, 914 ნახვა
საზოგადოება
ალასანია - ჩემი შვილი არ ადანაშაულებს ხელისუფლებას მოწამვლაში, მას მიაჩნია, რომ აქ უცხო სახელმწიფოს კვალია
ჩემი შვილი არ ადანაშაულებს ქართველებს და საქართველოს ხელისუფლებას მოწამვლაში, თუ სასიკვდილო მოწამვლა მართლაც შედგა, მას ასე მიაჩნია, აქ არის იმ უცხო სახელმწიფოს კვალი და სტილი, რომელიც მოგეხსენებათ, ჩემს შვილს მტრად მიიჩნევს, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა. ალასანია ყველას მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერისგან თავი შეიკავონ. "ამერიკაში ეს ტესტები გაკეთდა საუკეთესო ლაბორატორიაში - კალიფორნიაში, რომელიც ითვლება ნომერ პირველ ლაბორატორიად და ანალიზიც გაუკეთდა საუკეთესო ტოქსიკოლოგების მიერ. რა თქმა უნდა, ისინი ძალიან უფრთხილდებიან და სათუთად ეკიდებიან მათ რეპუტაციას და ზერელედ ამ საკითხს არავითარ შემთხვევაში არ მოეკიდებოდნენ. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის პროვოკაცია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ყველას მოვუწოდებ, პოლიტიკური მიზნით ხელის გაშვერისგან თავის შეკავებისკენ და ჩემი შვილის გაუარესებული ჯანმრთელობაზე პოლიტიკური ქულების დაწერისგან თავის შეკავებას. აქ წყდება მოგეხსენებათ ადამიანის, ჩემი შვილის ამ შემთხვევაში, სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი და ყველას ვთხოვ, დედის პოზიციას ყურადღებით მოეპყროს და მაქსიმალური თავშეკავება გამოავლინოს. ჩემი შვილი არ აპირებს რაიმე მონაწილეობა გააგრძელოს ქართულ პოლიტიკაში და მან ეს განცხადება არაერთხელ გააკეთა სასამართლო პროცესებზე ასევე და იმედი მაქვს, სამართლიანი გადაწყვეტილების. გვახსოვდეს, რომ ყოველგვარი სპეკულაცია ვნებს ჩემი შვილის ისედაც ძალზედ გაუარესებულ ჯანმრთელობას და გთხოვთ, პატივი სცეთ ჩემი შვილის და ჩვენი ოჯახის ღირსებას", - განაცხადა გიული ალასანიამ. შეგახსენებთ, დღეს წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრმა "ემპათიამ" მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კომისიური სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გამოაქვეყნა. დასკვნაში ნათქვამია, რომ ექსპრეზიდენტს აღენიშნება 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას. 28 ნოემბერს, მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, რომ ფრჩხილის კვლევის შედეგად, მიხეილ სააკაშვილს ნივთიერება - დარიშხანი ამოუვიდა. სამი დღით ადრე, ცენტრ "ემპათიას" დირექტორმა, მარიამ ჯიშკარიანმა თქვა, რომ სააკაშვილის თმის ღერში სამი მძიმე მეტალი აღმოაჩინეს. უფრო ადრე, მესამე პრეზიდენტის მოწამვლაზე საუბრობდა ადვოკატი ვალერი გელბახიანი, რომელმაც 19 ნოემბერს თქვა, რომ სააკაშვილი მოწამლულია, ვინაიდან "სხვაგვარად ასე არ განვითარდებოდა არც ერთი დაავადება".
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)