03:26 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-30 23:18:22, 1112 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერი „საქართველოს უნივერსიადა 2022“-ის დაჯილდოების ღონისძიებას დაესწრო

დედაქალაქის მერი თბილისის საკრებულოში ,,საქართველოს უნივერსიადა 2022’’-ის, ,,ევროპის უნივერსიადა 2022’’-ისა და ,,საბრძოლო სპორტის სახეობებში მსოფლიო საუნივერსიტეტო თასის“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებას დაესწრო,ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით,კახა კალაძემ ღონისძიების მონაწილე ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა. მისი თქმით, ახალგაზრდების ჩართვა სპორტში და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია პრიორიტეტული საკითხია.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვაქვს შესაძლებლობა, „უნივერსიადის“ გამარჯვებულები დავაჯილდოოთ, თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გარდა იმისა, რომ სწავლობთ, პროფესიას ეუფლებით, ასევე დაკავებული ხართ სპორტით და ჯანსაღი ცხოვრების წესით - ეს უკვე დიდი გამარჯვებაა თითოეული თქვენგანისთვის და მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ, რადგან ჩვენი ამოცანა - მეტი სპორტი, მეტი ჯანსაღი ცხოვრების წესი შევიტანოთ ახალგაზრდებში და არა მარტო ახალგაზრდებში, ყველა თაობის ცხოვრების წესად ვაქციოთ, მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების პრიორიტეტული მიმართულებაა. ალბათ ხედავთ, რომ როცა ხდება რეკრეაციული სივრცეების მოწყობა, პარკების განახლება, სკვერების რეაბილიტაცია, ყოველთვის მაქსიმალური ყურადღება ეთმობა იმ სივრცეების მოწყობას, სადაც შეიძლება ადამიანი დაკავდეს ჯანსაღი ცხოვრების წესით. რა თქმა უნდა, თქვენი მხარდაჭერით და თანადგომით მნიშვნელოვანია ამ მიმართულების პოპულარიზაცია. ცხადია,  ყველა პროფესიონალი სპორტსმენი ვერ გამოვა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცხოვროთ ცხოვრების ჯანსაღი წესით. მინდა, მივულოცო „ევროპის უნივერსიადის“ გამარჯვებულებს. ძალიან სასიამოვნოა პოლონეთში მოპოვებული გამარჯვება და მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი მხრიდან, მუნიციპალიტეტის მხრიდან, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხრიდან ყოველთვის იქნება მხარდაჭერა, რადგან რასაც ჩვენ ყველანი ერთად ვაკეთებთ, მართლაც მნიშვნელოვანი საქმეა. თქვენ - ახალგაზრდები აჩვენებთ თანატოლებს, რამდენად მნიშვნელოვანია სპორტი და ჯანსაღად ცხოვრება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

,,საქართველოს უნივერსიადა 2022’’ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით 20 ოქტომბრიდან - 20 ნოემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. პროექტის ფარგლებში შეჯიბრებები სპორტის 13 სახეობაში ჩატარდა, სადაც მონაწილეობა მიიღო საქართველოში ავტორიზებული 34 უმაღლესი სასწავლო დაწესებულების 5000-მდე სტუდენტმა.

პროექტის მიზანია ახალგაზრდებში ფიზიკური აქტივობის დონის ამაღლება, საუნივერსიტეტო  სპორტში ჩართულობისა და ხელმისაწვდომობის გაზრდა. ასევე, გამარჯვებული სპორტსმენებისა და გუნდების გამოვლენა, საქართველოს სტუდენტური ნაკრებისთვის კანდიდატების შერჩევა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია.

საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ხელშეწყობით, ქართველმა სტუდენტებმა წარმატებით იასპარეზეს  ,,ევროპის უნივერსიადა 2022’’-ზე, რომელიც პოლონეთის ქალაქ ლოძში გაიმართა. სპორტსმენებმა 5 მედალი მოიპოვეს: 2 ოქრო, 1 ვერცხლი, 2 ბრინჯაო - ძიუდოსა და ჭადრაკის სახეობებში; ხოლო ,,მსოფლიო საუნივერსიტეტო თასი საბრძოლო სპორტის სახეობებში’’, რომელიც თურქეთში, ქალაქ სამსუნში ჩატარდა, სპორტსმენებმა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 3 ვერცხლის, სამბოში კი 2 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვეს.

ღონისძიების ფარგლებში ,,საქართველოს უნივერსიადა 2022’’-ის გუნდურ და ინდივიდუალურ სახეობებში გამარჯვებულებს, ასევე, ,,ევროპის უნივერსიადა 2022’’-ისა და ,,მსოფლიო საუნივერსიტეტო თასი საბრძოლო სპორტის სახეობებში’’ საპრიზო ადგილის მფლობელები  მედლებით, თასებით, სიგელებითა და სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics