|
2022-11-30 13:28:53, 1726 ნახვა
ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - პუტინი ფიქრობს, რომ თავისი მოქალაქეები საქართველოში, მოლდოვაში ან უკრაინაში უნდა დაიხოცონ
პუტინი ფიქრობს, რომ თავისი მოქალაქეები საქართველოში, მოლდოვაში ან უკრაინაში უნდა დაიხოცონ,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. პოდოლიაკის თქმით, რუსული პროპაგანდა იძირება და ჯიბის ჟურნალისტები, მათ შორის სოლოვიოვი ვერ აცნობიერებენ რომ პოტენციურად სამუდამო პატიმრობა უკვე მისჯილი აქვთ. „რუსული პროპაგანდა იძირება. ჯიბის ჟურნალისტები, მათ შორის სოლოვიოვი ვერ აცნობიერებენ, რომ პოტენციურად სამუდამო პატიმრობა უკვე მისჯილი აქვთ. როდესაც რუსეთი დამარცხდება - ეს ადამიანები ტრიბუნალის წინაშე წარსდგებიან. ისინი კრემლის პოზიციას ახმოვანებენ და ადამიანებს მოუწოდებენ, უკრაინაში წავიდნენ და დაიღუპონ. რუსეთის ფედერაციას ის სამხედროები, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან, არაფერში სჭირდება. ზუსტად მსგავსი დამოკიდებულება აქვს თავის მოსახლეობის უდიდეს ნაწილთან, დაახლოებით, 120 მილიონ ადამიანთან. პუტინი ფიქრობს, რომ ეს ადამიანები უნდა წავიდნენ და საქართველოში, ან მოლდოვაში ან უკრაინაში უნდა დაიხოცონ. მოსახლეობის ამ ნაწილს სხვა ფუნქცია ვერ მოუფიქრეს“,- განაცხადა პოდოლიაკმა. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა აგრესიაზე პასუხი უნდა აგოს, რისთვისაც სპეციალური ტრიბუნალია საჭირო. ამასთან, სექტემბერში შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც რუსეთის დანაშაულებებისთვის სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის საკითხს განიხილავს. ოქტომბრის დასაწყისში, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარიზში საჯარო დებატების "ომი და კანონი" მონაწილეებს მიმართა და მოუწოდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნისკენ, რათა რუსეთის ხელმძღვანელობა ომის გაჩაღებისთვის დაისაჯოს. 21 ნოემბერს, ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის ფედერაცია ტერორისტულ ქვეყნად აღიარა. დელეგატებმა ასევე მოითხოვეს რუსეთის ფედერაციის დანაშაულებებისთვის სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნა.
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)