06:02 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-30 12:47:13, 1660 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის გენშტაბი - რუსეთის ჯარები დიდ ზარალს განიცდიან, საავადმყოფოებში უამრავი დაჭრილი ჯარისკაცია

რუსეთის საოკუპაციო ჯარები დიდ ზარალს განიცდიან, ოკუპირებული ქალაქების სამედიცინო დაწესებულებებში უამრავი დაჭრილი ჯარისკაცია, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. 

„გასული კვირის განმავლობაში, დროებით ოკუპირებულ ქალაქ დონეცკში მდებარე სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს რუსეთის საოკუპაციო ძალების დანაყოფების 720-ზე მეტი დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე“, - ნათქვამია გენერალური შტაბის ანგარიშში.

მათივე ცნობით, დონეცკის ოლქის გორლოვკაში მდებარე ერთ-ერთი სამოქალაქო საავადმყოფო ოკუპანტმა ხელისუფლებამ სამხედრო ჰოსპიტალად გადააკეთა, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის წვდომა სრულიად შეზღუდული იყო. პაციენტების ნახვის უფლება მხოლოდ სამედიცინო პერსონალს აქვს.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გაზაფხულზე რუსეთის ფედერაციის ზარალმა უკრაინის წინააღმდეგ ომში შესაძლოა 100 ათას მოკლულ და დაჭრილ ჯარისკაცს გადააჭარბოს. მისივე თქმით, ძირითადად საუბარია მობილიზებულებზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics