|
2022-11-30 09:20:30, 1566 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ზამთარი იწყება - რუსეთი ასი ათას სამხედროსა და ღმერთმა იცის რამდენ დაქირავებულს დაკარგავს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ფრონტზე ვითარება კვლავ რთულია, მაგრამ უკრაინული ჯარები იცავენ ხაზს. ვიდეომიმართვაში მან აღნიშნა, რომ უკიდურესად მძიმე დანაკარგების მიუხედავად, რუსი დამპყრობლები კვლავ ცდილობენ დონბასში წინსვლას და ხარკოვის რეგიონში გადაადგილებას. „მაგრამ ჩვენ ვიცავთ თავდაცვას და, რაც მთავარია, მტერს არ ვაძლევთ ნებას, განახორციელოს თავისი განზრახვები. მათ თქვეს, რომ დაიკავებდნენ დონეცკის რეგიონს - გაზაფხულზე, ზაფხულში, შემოდგომაზე. ამ კვირაში უკვე ზამთარი იწყება. იქ რეგულარული ჯარი, ყოველდღიურად კარგავენ ასობით მობილიზებულს და დაქირავებულს, იქ იყენებენ რაზმებს“, - განაცხადა მან. სახელმწიფოს მეთაურმა დასძინა, რომ წელსაც რუსეთი დაკარგავს ასი ათას სამხედროს და „ღმერთმა იცის რამდენ დაქირავებულს“. "მსოფლიო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ყველა, ვინც დამნაშავეა ამ კრიმინალურ ომში, სასამართლოში აღმოჩნდეს. დიდება ყველას, ვინც იბრძვის თავისუფლებისთვის! დიდება ყველას, ვინც მუშაობს ჩვენი გამარჯვებისთვის! მარადიული ხსოვნა ყველას. რომელმაც სიცოცხლე გასწირა უკრაინისთვის“, - შეაჯამა ზელენსკიმ. გენერალური შტაბის მონაცემებით, 29 ნოემბრის მდგომარეობით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა უკვე გაანადგურეს 88000-ზე მეტი დამპყრობელი .
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)