07:45 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-29 09:15:49, 1579 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - უკრაინა არასდროს გახდება ნგრევის ადგილი და არასდროს მიიღებს მოსკოვიდან „ამხანაგების“ ნაკარნახევ წესრიგს

უკრაინა არასდროს გახდება ნგრევის ადგილი და უკრაინა არასდროს მიიღებს მოსკოვიდან „ამხანაგების“ ნაკარნახევ წესრიგს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, მხოლოდ ბოლო ერთ კვირაში მტერმა 258-ჯერ გაუხსნა ცეცხლი ხერსონის ოლქის 30 დასახლებულ პუნქტს. რუსეთის არმიამ დააზიანა სატუმბი სადგური, რომელიც უზრუნველყოფდა მიკოლევში წყლის მიწოდებას.

„დღეს, ისევე როგორც ყოველდღე, ოკუპანტებმა კვლავ დაბომბეს ხერსონი და ოლქის დასახლებები. მხოლოდ ბოლო ერთ კვირაში მტერმა 258-ჯერ გაუხსნა ცეცხლი ხერსონის ოლქის 30 დასახლებულ პუნქტს. რუსეთის არმიამ დააზიანა სატუმბი სადგური, რომელიც უზრუნველყოფდა მიკოლევში წყლის მიწოდებას. ეს არის იმ შემთხვევითი „ამხანაგების“ ნამდვილი არსი, რომლებმაც დაიპყრეს რუსეთი. მათ 20-წლიანი მმართველობის შემდეგ მათი სახელმწიფოს დიდ ნაწილზე ისეთი განადგურება აქვთ, თითქოს იქ ომა ჩაიარა. არადა ეს ომი არ ყოფილა, ეს მათ ჩაიარეს. მათ ნგრევის მეტი არაფერი შეუძლიათ. ეს არის ყველაფერი, რასაც ისინი ტოვებენ. ის, რასაც ისინი ახლა უკრაინის წინააღმდეგ აკეთებენ, არის შურისძიების მცდელობა იმისთვის, რომ უკრაინელებმა არაერთხელ დაიცვეს მათგან საკუთარი თავი. უკრაინა არასდროს გახდება ნგრევის ადგილი, უკრაინა არასდროს მიიღებს მოსკოვიდან ამ „ამხანაგების“ ნაკარნახევ წესრიგს. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა აღვადგინოთ დამპყრობლების მიერ დანგრეული ყოველი ობიექტი, ყოველი სახლი, ყოველი საწარმო“,- განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ სარაკეტო თავდასხმების დროს რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის რაიონში მდებარე მუნიციპალური საწარმო „ნიკოლაევვოდოკანალის“ სატუმბი სადგური დააზიანეს.

დღის განმავლობაში რუსმა დამპყრობლებმა 30-ჯერ გაისროლეს ხერსონის მხარეს. დაიღუპა ერთი ადამიანი, ხოლო ორი დაშავდა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics