17:48 - 04 Nov, 2026
|
2022-11-26 11:06:55, 1406 ნახვა
საზოგადოება
მამაკაცი, რომელმაც თერჯოლაში ყოფილი მეუღლე ცოცხლად დაწვა, გარდაიცვალა
მამაკაცი, რომელმაც თერჯოლაში ყოფილი მეუღლე ცოცხლად დაწვა, გარდაიცვალა. როგორც კლინიკა "იმერმედში“ განაცხადეს, ბრალდებულს სხეულის 70%-იანი დამწვრობა ჰქონდა და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ამასთან, პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და გუშინ გარდაიცვალა. შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 24 ნოემბერს თერჯოლაში მოხდა. მამაკაცმა მაღაზიაში სამუშაოდ მყოფ ყოფილ მეუღლეს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. მიღებული დაზიანებების შედეგად, ქალი გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო.
პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს ხელისუფლებას 2026 წლის გაფართოების შესახებ ანგარიში ოფიციალურად გადასცა
თიბისის ციფრული ტრანსფორმაციის პროგრამა The Digital Banker-მა საქართველოში საუკეთესოდ აღიარა
ტელეკომპანია ფორმულას შენობაში ხანძარია, მაუწყებლობა შეწყდა
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)