2022-11-22 16:21:41, 1395 ნახვა
ომი უკრაინაში
ევროკომისია უკრაინას 2,5 მილიარდ ევროს გადასცემს
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეცხრე თვეს, ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკომისია უკრაინისთვის კიდევ 2,5 მილიარდ ევროს გამოყოფს.
მისივე თქმით, 2023 წელს დაგეგმილია 18 მილიარდი ევროს გამოყოფა,რაც ხელს შეუწყობს რეკონსტრუქციასა და ძალების აღდგენას.
"ევროკომისია უკრაინისთვის კიდევ 2,5 მილიარდ ევროს გამოყოფს. ჩვენ ვგეგმავთ 18 მილიარდი ევროს გამოყოფას 2023 წლისთვის. სასწრაფო რემონტისთვის და სწრაფი აღდგენისთვის, რაც გამოიწვევს წარმატებულ რეკონსტრუქციას. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას მანამ, სანამ საჭირო იქნება." - ნათქვამია განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,