06:56 - 01 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-20 18:46:39, 1585 ნახვა

მსოფლიო
მოსკოვის ცენტრში ძლიერი ხანძარია - ცეცხლი 2 500 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა

მოსკოვის ცენტრში ძლიერი ხანძარია. "რია ნოვოსტის" ცნობით, კომსომოლსკაიას მოედანზე, რკინიგზის სადგურის მიმდებარედ, ორსართულიანი აგურის საწყობის შენობა იწვის.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ცეცხლი 2 500 კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული. 

შენობიდან 7 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. 

ხანძრის ლიკვიდაციაში 80 მეხანძრე-მაშველი, 20 ერთეული ტექნიკა, 3 ვერტმფრენი და სახანძრო მატარებელია ჩართული. 

რუსეთის რკინიგზის ინფორმაციით, მგზავრებსა და მატარებლების მოძრაობას საფრთხე არ ემუქრება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics