00:16 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-20 14:11:23, 1817 ნახვა

ომი უკრაინაში
ერმაკი - ნაკლებად სავარაუდოა, რომ ომი 2023 წლის გაზაფხულზე დასრულდეს

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ომი 2023 წლის გაზაფხულზე დასრულდეს, - ასე პასუხობს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი ქვეყნის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, ვოლოდიმირ გავრილოვს, რომლის ვარაუდითაც, ომი მომავალი წლის გაზაფხულზე დასრულდება.

ერმაკის თქმით, მსგავსი პროგნოზი "ოცნებასავით ჟღერს", რადგან ომის დასრულება გავრილოვის მიერ გამოცხადებულ ვადებში ძნელად შესაძლებელი იქნება.

"უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ეს ფრაზა როგორც ოცნება ისე ჟღერს. რა თქმა უნდა, მილიონობით უკრაინელი ოცნებობს, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს, თუმცა მე უფრო რეალისტი ვიქნები. არ ვარ მზად, დავასახელო ზუსტი დღე და დრო, როდის გავიმარჯვებთ, მაგრამ ეს აუცილებლად მოხდება... ყოველდღე, ყოველ წუთს ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი საერთო გამარჯვება პარტნიორებთან ერთად, რაც შეიძლება მალე მოვიდეს",  - განაცხადა ერმაკმა.

პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მიუხედავად უარყოფითი პროგნოზებისა, რომლებიც კეთდებოდა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში, ახლა მსოფლიოს მოსახლეობის უმეტესობა დარწმუნებულია უკრაინის გარდაუვალ გამარჯვებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics