|
2022-11-18 10:16:40, 1146 ნახვა
მსოფლიო
ირანში, ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციებზე, უსაფრთხოების ძალებმა კიდევ ორი მოზარდი მოკლეს
ირანში ქალაქ იზეჰში ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციებზე უსაფრთხოების ძალებმა 2 არასრულწლოვანი მოკლეს,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. BBC-ის ცნობით, უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებმა აქტივისტებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც 9 წლის კიან პირფალაკი და 14 წლის სეფერ მაღსუდი დაიღუპნენ. დაღუპული 9 წლის ბავშვის ოჯახთან დაახლოებული წყაროს განცხადებით, ბავშვი მამასთან ერთად მანქანით გადაადგილდებოდა როცა მათ უსაფრთხოების ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს. კიანს ტყვია გულში მოხვდა და ადგილზე დაიღუპა. მეორე დაღუპული მოზარდის ოჯახი კი BBC-სთან აცხადებს, რომ იზეჰში პროტესტისას მას პოლიციამ თავში ესროლა. როგორც წყარომ გამოცემასთან საუბრისას აღნიშნა, ცხედარი უსაფრთხოების ძალებმა ადგილობრივი მორგიდან მოიპარეს. BBC-ის ცნობითვე, 16 ნოემბერს ირანში საპროტესტო აქციებზე პოლიციის მხრიდან ცეცხლს, სულ მცირე 13 ადამიანი ემსხვერპლა. ამასთან, ირანის სახელწმიფო მედია Irna-ის ცნობით, იზეჰში ადგილობრივი დროით 17:30 საათზე ორი შეიარაღებული ადამიანი მოტოციკლით გადაადგილებოდა და აქტივისტებსა და უსაფრთხოების პერსონალს თავს ესხმოდა. მათი თქმით, ეს "ტერორისტული აქტი" იყო, რომელსაც 7 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 9 წლის ბავშვი და ქალიც. შემთხვევის შედეგად დაიღუპა 3 პოლიციელი, რამდენიმე კი დაშავდა. აღსანიშნავია, რომ ამ ინფორმაციას უარყოფენ ოპოზიციური აქტივისტები და დამოუკიდებელი ორგანიზაციები. ირანის ადამიანის უფლებათა აქტივისტევის საინფორმაციო სააგენტოს (HRANA)-ს ცნობით, საერთო ჯამში სულ მცირე 362 აქტივისტი, მათ შორის 56 ბავშვი დაიღუპა, ხოლო 16 000 ადამიანი კი მაჰსა ამინის დაღუპვის შემდეგ დაწყებული საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას დააკავეს. შეგახსენებთ, რომ ირანში ანტისამთავრობო დემონსტრაციები სექტემბრის შუა რიცხვებში, 22 წლის გოგონას გარდაცვალების შემდეგ დაიწყო, რომელიც თეირანში მორალის პოლიციამ ჰიჯაბის არასწორად ტარებისთვის დააკავა და ის რამდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა. პოლიციის მტკიცებით, გოგონა სადგურზე ცუდად გახდა, საიდანაც იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მალევე გარდაიცვალა. ამასთან, ახლობლების თქმით, გარდაცვალების მიზეზი სასტიკი მოპყრობა და ცემა გახდა. შეუჩერებელ აქციებთან დაკავშირებით, რომლებიც ქვეყნის ასამდე ქალაქში იმართება, ოქტომბრის ბოლოსთვის, მხოლოდ თეირანში ბრალი 315 ადამიანს წაუყენეს. მათ ბრალი ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ შეთქმულებაში, ხელისუფლების წინააღმდეგ პროპაგანდაში და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში ედებათ. გარდა ამისა, უფლებადამცველებმა ასევე დემონსტრანტების გატაცებისა და მათ ნათესავებზე ზეწოლის შესახებ განაცხადეს. ზოგიერთ "აჯანყებულს", სხვა ბრალდებებთან ერთად, ბრალად ედება უკანონო იარაღის ტარება, სამართალდამცავების დაჭრა და საზოგადოებრივი და სამთავრობო ქონების განადგურება და ქვეყნის უსაფრთხოებისა და ისლამური სისტემის დაპირისპირების მიზნით ცეცხლის წაკიდება. გარდა ამისა, თეირანის სასამართლომ მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ, ქვეყანაში დაწყებული საპროტესტო აქციების მონაწილესეებს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი სასჯელი პირველი ასეთი სასჯელა დემონსტრაციების მონაწილეებისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)