|
2022-11-16 15:31:36, 1174 ნახვა
მსოფლიო
მაკრონი პოლონეთში აფეთქებაზე - G20-ს ეკისრება პასუხისმგებლობა, რომ გაგზავნოს მკაფიო გზავნილი და აიცილოს ესკალაცია
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ G20-ის სამიტის პასუხისმგებლობაა, რომ პოლონეთში მომხდარი სარაკეტო ინციდენტის გამო, „ძალიან მკაფიო გზავნილი გაგზავნოს ესკალაციის თავიდან ასაცილებლად“. მაკრონმა კომენტარი გააკეთა მომხდარი აფეთქების გამოძიების აუცილებლობაზეც და დასძინა, რომ არსებული ვითარება აჩვენებს "სიტუაციის უკიდურეს სენსიტიურობას" უკრაინის გარშემო. "გლობალურ ლიდერებს აქვთ როლი გააგზავნონ ძალიან მკაფიო გზავნილი ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით… მშვიდობის დასაცავად და გაყოფის, სამყაროს დაყოფის თავიდან ასაცილებლად“, განუცხადა მაკრონმა ჟურნალისტებს სამიტზე. ცნობისთვის, 15 ნოემბერს, უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე მასიური სარაკეტო თავდასხმისას, პოლონეთში 2 რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა უკრაინის საზღვრიდან 65 კილომეტრში მდებარე ფერმაში მოხდა. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული რაკეტის ჩამოვარდნა და გამოიძახა რუსეთის ფედერაციის ელჩი. ამავე დროს, პოლონეთის პრეზიდენტმა დუდამ განაცხადა, რომ ამჟამად არ არსებობს „დამაჯერებელი მტკიცებულება იმის შესახებ, თუ ვინ გაუშვა ეს რაკეტა“. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო ტრადიციულად უარყოფს თავდასხმაში მონაწილეობას. პოლონეთის მოთხოვნით, ნატო-ს ელჩები, 16 ნოემბერს, ალიანსის მე-4 მუხლის საფუძველზე, შეხვდრას გამართავენ.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)