|
2022-11-16 14:30:57, 1059 ნახვა
მსოფლიო
სუნაკმა და ტრუდომ ზელენსკისთან პოლონეთში მომხდარი აფეთქებების გამოძიების მნიშვნელობაზე ისაუბრეს
ბრიტანეთისა და კანადის პრემიერ-მინისტრებმა, რიში სუნაკმა და ჯასტინ ტრუდომ, პოლონეთში მომხდარი აფეთქებების შესახებ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი გამართეს . დაუნინგ სტრიტის ცნობით, მსოფლიო ლიდერებმა ხაზი გაუსვეს პროცესში „სრული გამოძიების მნიშვნელობას“. „პრემიერმა და პრემიერ მინისტრმა ტრუდომ ხაზი გაუსვეს პოლონეთში გუშინ ჩამოვარდნილი რაკეტების გარემოებების სრული გამოძიების მნიშვნელობას. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ როგორიც არ უნდა იყოს ამ გამოძიების შედეგი, პუტინის შეჭრა უკრაინაში არის დამნაშავე მიმდინარე ძალადობაში“,, - ნათქვამია დაუნინგ სტრიტის განცხადებაში. ცნობისთვის, 15 ნოემბერს, უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე მასიური სარაკეტო თავდასხმისას, პოლონეთში 2 რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა უკრაინის საზღვრიდან 65 კილომეტრში მდებარე ფერმაში მოხდა. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული რაკეტის ჩამოვარდნა და გამოიძახა რუსეთის ფედერაციის ელჩი. ამავე დროს, პოლონეთის პრეზიდენტმა დუდამ განაცხადა, რომ ამჟამად არ არსებობს „დამაჯერებელი მტკიცებულება იმის შესახებ, თუ ვინ გაუშვა ეს რაკეტა“. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო ტრადიციულად უარყოფს თავდასხმაში მონაწილეობას. პოლონეთის მოთხოვნით, ნატო-ს ელჩები, 16 ნოემბერს, ალიანსის მე-4 მუხლის საფუძველზე, შეხვდრას გამართავენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)