06:57 - 01 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-16 10:53:47, 1096 ნახვა

მსოფლიო
ერდოღანი - პატივი უნდა ვცე რუსეთის პოზიციას, რომელიც ამბობს, რომ პოლონეთში აფეთქებასთან კავშირი არ აქვს

პატივი უნდა ვცე რუსეთის პოზიციას, რომელიც ამბობს, რომ ეს მათი რაკეტა არ არის, - ასე შეაფასა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პოლონეთის საზღვართან მომხდარი აფეთქებები. 

მისი თქმით, აშშ-ს პრეზიდენტმაც განაცხადა, რომ ჩამოვარდილი რაკეტები რუსული არ იყო, რაც მეტად ადასტურებს, რომ ამას "რუსეთთან კავშირი არ აქვს". 

"მე პატივი უნდა ვცე რუსეთის პოზიციას, რომელმაც თქვა, რომ ეს არ არის მისი რაკეტა. ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანია.

რუსეთი ამბობს, რომ მათ ამასთან კავშირი არ აქვთ, ბაიდენმა თქვა, რომ ეს რაკეტები არ არის რუსული, რაც აჩვენებს, რომ ამას რუსეთთან კავშირი არ აქვს", - განაცხადა ერდოღანმა G20-ის სამიტზე მონაწილეობის შემდეგ.

თურქეთის ლიდერმა ასევე მოითხოვა მომხდარის დეტალური გამოძიება.

ცნობისთვის, 15 ნოემბერს, უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე მასიური სარაკეტო თავდასხმისას, პოლონეთში 2 რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა უკრაინის საზღვრიდან 65 კილომეტრში მდებარე ფერმაში მოხდა.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული რაკეტის ჩამოვარდნა და გამოიძახა რუსეთის ფედერაციის ელჩი. ამავე დროს, პოლონეთის პრეზიდენტმა დუდამ განაცხადა, რომ ამჟამად არ არსებობს „დამაჯერებელი მტკიცებულება იმის შესახებ, თუ ვინ გაუშვა ეს რაკეტა“.

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო ტრადიციულად უარყოფს თავდასხმაში მონაწილეობას.

პოლონეთის მოთხოვნით, ნატო-ს ელჩები, 16 ნოემბერს, ალიანსის მე-4 მუხლის საფუძველზე, შეხვდრას გამართავენ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics