17:04 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-15 09:09:38, 1532 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - ოკუპანტებმა ხერსონის რეგიონის ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი დანაღმეს

ოკუპანტებმა ყველაფერი განზრახ გაანადგურეს, ეს მათი სპეცოპერაციაა, ქალაქში და რეგიონში ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი დანაღმულია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ  განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ როდესაც უკრაინის დროშაა აღმართული, არის ცივილიზაცია, თავისუფლება, ხოლო რუსული დროშა ნიშნავს სრულ გაპარტახებას.

„როცა უკრაინის დროშაა აღმართული, არის ცივილიზაცია, არის თავისუფლება, არის სოციალური უსაფრთხოება, ინფრასტრუქტურა, უსაფრთხოება. არის ვინმე, ვინც ზრუნავს ხალხზე. არის ყველაფერი, რაც ქრება და ნადგურდება ოკუპანტის მოსვლისას. აი რას ნიშნავს რუსეთის დროშა - სრულ გაპარტახებას. არ არის დენი, კომუნიკაცია, ინტერნეტი, ტელევიზია. ოკუპანტებმა ყველაფერი თავად გაანადგურეს - განზრახ. ეს მათი სპეცოპერაციაა. ზამთრამდე რუსმა ოკუპანტებმა გაანადგურეს აბსოლუტურად ყველაფერი. კრიტიკული ინფრასტრუქტურა ხალხისთვის, ქალაქში და რეგიონში აბსოლუტურად ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი დანაღმულია.

ჩვენ ყველაფერს დავიბრუნებთ. ჩვენ დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას და ვიცით, რომ უკრაინას მშვიდობა უახლოვდება", - განაცხადა უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა.

შეგახსენებთ, რომ 11 ნოემბერს უკრაინელი დამცველები ხერსონში შევიდნენ. რეგიონი რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი ომის პირველ დღეებიდან დროებით ოკუპირებული იყო. 

13 ნოემბერს ოპერატიულმა სარდლობა „სამხრეთმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გასული კვირის დასაწყისიდან დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე 179 დასახლებული პუნქტი იქნა დეოკუპირებული.

გათავისუფლებულ დასახლებებში მიმდინარეობს სტაბილიზაციის ღონისძიებები. 

14 ნოემბერს ზელენსკი ეწვია რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ხერსონს. ქალაქში ოფიციალურად აღიმართა უკრაინის დროშა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics