11:08 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-14 11:54:43, 1643 ნახვა

მსოფლიო
რიში სუნაკი - პლანეტის ყველა ოჯახი გრძნობს პუტინის ომის გავლენას

პლანეტის ყველა ოჯახი გრძნობს პუტინის ომის გავლენას,- ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა.

Reuters-ის ცნობით, სუნაკი მოუწოდებს G20-ს მიიღოს კოორდინირებული ქმედებები საერთაშორისო ეკონომიკური არასტაბილურობისა და უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ცხოვრების მზარდი ხარჯების მოსაგვარებლად.

„პლანეტის ყველა ოჯახი გრძნობს პუტინის ომის გავლენას“, - განაცხადა სუნაკმა.

მისივე თქმით, ელექტროენერგიის გადასახადების მკვეთრი გაზრდა, ზიანს აყენებს გლობალურ ზრდას.

„წელს მსოფლიო კიდევ ერთხელ მიმართავს G20-ს, რათა უზრუნველყოს საერთაშორისო ბაზრების სტაბილურობა“,- დასძინა სუნაკმა.

ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, ამ წელს დასავლურ ეკონომიკასა და რუსეთს შორის დაძაბულობამ შეცვალა G20-ის დღის წესრიგი. ფორუმი, რომელიც თავდაპირველად შეიქმნა გლობალური ეკონომიკური საკითხების განსახილველად, ახლა ხელი შეუშალა მინისტრებს ერთობლივი კომუნიკეების გამოცემაში.

„პრემიერ-მინისტრი გამოიყენებს G20-ს, როგორც შესაძლებლობას დაგმოს პუტინის ბარბაროსობა და აიძულოს რუსეთი პირისპირ შეხედოს იმ გლობალური ტანჯვას, რომელიც თავად გამოიწვია ძალადობითა ამ უაზრო კამპანიით.

სუნაკი მოუწოდებს G20-ის სხვა ლიდერებს, შესთავაზონ მთავრობის პირდაპირი მხარდაჭერა ყველაზე დაუცველებს, გააძლიერონ ენერგოუსაფრთხოება და მიიღონ "სწრაფი ქმედება", რათა დაეხმარონ ღარიბ ქვეყნებს“,- აღნიშნულია განცხადებაში.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დღეიდან, უცხოელებს გიდებად, კურიერებად და ტაქსის მძღოლებად მუშაობა სრულიად ეკრძალებათ
დღეიდან საგზაო-სატრანსპორტო წესების დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება
გდდ-ის ყოფილი ხელმძღვანელი, რომან ქარცივაძე სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა
მიხეილ სააკაშვილი: პატრიარქის „არჩევნის“ სცენარი ლუბიანკაზე დიდი ხნის წინ დაიწერა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics