2022-11-13 17:56:25, 1346 ნახვა
მსოფლიო
სტამბულში ტაქსიმზე აფეთქება მოხდა, არის მსხვერპლი - ვიდეო
თურქეთში სტამბულში ფეხით მოსიარულე ტურისტულ ქუჩაზე აფეთქება მოხდა. ტაქსიმის რაიონში აფეთქება რამდენიმე წუთის წინ გაისმა. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია სულ მცირე 11 ადამიანი.
სტამბოლის გუბერნატორი იერლიკაიამი იტყობინება, რომ ტაქსიმ ისტიკლალის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულები და დაშავებულები არიან.
თურქული სააგენტო "ანადოღლუს" ცნობით, ადგილზე ათობით სასწრაფო დახმარების მანქანა მივიდა. ტაქსიმის რაიონი პოლიციამ გადაკეტა. თურქულ ტელეგრამ არხებზე გავრცელებული ვიდეოებით ჩანს, რომ რამდენიმე ადამიანი გარდაცვლილია. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,