|
2022-11-12 15:18:05, 1959 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ჩვენ მზად ვიქნებით იმ რუსეთთან სასაუბროდ, რომელიც აღიარებს, რომ ისინი ოკუპანტები არიან
ჩვენ მზად ვიქნებით რუსეთთან სასაუბროდ - ოღონდ სხვა რუსეთთან, რომელიც მზად არის აღიაროს, რომ ისინი ოკუპანტები არიან,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ოკუპანტებმა უნდა დააბრუნონ ყველაფერი - მიწა, უფლებები, თავისუფლება, ფული და რაც მთავარია, სამართლიანობა. „რუსეთის ფედერაციის ამჟამინდელი პრეზიდენტისგან ულტიმატუმის გარდა, არაფერი მსმენია. მაგრამ მე არ დამიხურავს კარი - მე ვთქვი, რომ ჩვენ მზად ვიქნებით რუსეთთან სასაუბროდ - ოღონდ სხვა რუსეთთან. იმასთან, რომელიც ნამდვილად მზად არის მშვიდობისთვის, რომელიც მზად არის აღიაროს, რომ ისინი ოკუპანტები არიან... მათ უნდა დააბრუნონ ყველაფერი - მიწა, უფლებები, თავისუფლება, ფული და რაც მთავარია, სამართლიანობა. ჯერჯერობით მე არ მსმენია მსგავსი განცხადებები რუსეთის ფედერაციისგან - არც პუტინისგან და არც ვინმე სხვისგან“,- განაცხადა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას Washington Post-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინის ლიდერებს კონფიდენციალურად მოუწოდებს ღიად აჩვენონ, რომ რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის მზად არიან და საჯაროდ არ თქვან უარი სამშვიდობო მოლაპარაკებებზე. მედია წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ამერიკელი ოფიციალური პირების მოთხოვნა არაა მიმართული უკრაინის მოლაპარაკებების მაგიდასთან მიყვანაზე, არამედ ეს ემსახურება საერთაშორისო მხარდამჭერების თვალში მორალური უპირატესობის შენარჩუნებას, ასევე, მხარდაჭერის უზრუნველყოფას იმ ქვეყნებისგან, რომლებიც შესაძლოა, ომის ხანგრძლივობით იყვნენ შეშფოთებულები.
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)