|
2022-11-11 16:56:58, 1341 ნახვა
მსოფლიო
მედვედევი ხერსონზე - ნუ აგრძნობინებთ მტერს სიხარულს - ყველაფერი სახლში დაბრუნდება
ტერიტორიული სუვერენიტეტის კონცეფცია ჩვენს ქვეყანაში არსად გამქრალა, ყველაფერი სახლში დაბრუნდება,- ასე ეხმიანება რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი ხერსონიდან ჯარების გაყვანას. მისი თქმით, რუსებს არ უნდა დაეწყოთ "ისტერიკა და განგაში", რადგან ყველა ოკუპირებული ტერიტორია საბოლოოდ რუსული იქნება. "ტერიტორიული სუვერენიტეტის კონცეფცია ჩვენს ქვეყანაში არსად გამქრალა. ყველაფერი სახლში დაბრუნდება. რუსეთის ფედერაციის ყველა მზრუნველი ადამიანის შფოთვა სავსებით გასაგებია, მაგრამ ისტერიკა და განგაში - არა. ნუ აგრძნობინებთ მტერს სიხარულს და ხშირად შეახსენეთ მას რუსული სამყაროს სიდიადე და უსასრულობა",- ამბობს მედვედევი. ცნობისთვის, გუშინ, 10 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსულმა სამხედრო დანაყოფებმა უკრაინის ხერსონის რეგიონში მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე გადასვლა დაიწყეს. იქამდე, 9 ნოემბერს რუსულმა მედიამ თავდაცვის მინისტრზე, სერგეი შოიგუზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთს ხერსონიდან შეიარაღებული ძალები გაჰყავდა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, სამხრეთით შეიარაღებული ძალები ფრთხილად მიიწევენ წინ, რათა კონტრშეტევა მინიმალური დანაკარგებით წარიმართოს, რადგან მტერი უბრძოლველად არ აპირებს პოზიციების დათმობას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)