10:10 - 20 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-11 13:32:44, 2403 ნახვა

რეგიონი
კასპის მერიაში, გამყოფი ხაზის სოფლებში მცხოვრები სტუდენტების დაფინანსების ფარგლებში, ახალი ონლაინ სარეგისტრაციო პორტალის პრეზენტაცია გაიმართა

კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამის ფარგლებში ახალი ონლაინ სარეგისტრაციო პორტალის პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზენტაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსუმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ნინო წერეთელმა გამართა.

ახალი ონლაინ სარეგისტრაციო პორტალი ახალგაზრდებს განაცხადის ელექტრონულად წარდგენის შესაძლებლობას აძლევს.

პრეზენტაციას გამყოფი ხაზის მიმდებარე კოდისწყაროს, ქვემო ჭალის, სამთავისის და ლამისყანის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლები და  სტუდენტებიც ესწრებოდნენ.

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ სტუდენტებს, პროგრამაში ჩართვის მიზნით სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით ელექტრონული რეგისტრაციის გავლის შესაძლებლობა 9 ნოემბრიდან 5 დეკემბრის 18:00 საათამდე აქვთ ელექტრონულ პორტალზე: http://socreg.mes.gov.ge

ელექტრონული რეგისტრაციისა და განცხადების შევსების ინსტრუქცია იხილეთ ბმულზე : https://mes.gov.ge/content.php?id=13192&lang=geo

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა კვლავ გამოთქვა სურვილი შტატ ნიუ-მექსიკოს „ახალი ამერიკა“ დაარქვას
კრემლმა ჩინეთისთვის გაზის ფასდაკლება 56%-მდე გაზარდა
უკრაინამ ვლადიმირში, Yandex-ის ერთ-ერთი უდიდესი მონაცემთა ცენტრის ხუთ შენობაში იერიში მიიტანა
ნატოს ქვეყნები უკრაინაში ჯარების განლაგებასთან დაკავშირებით წვრთნებს ჩაატარებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics