|
2022-11-11 09:30:22, 1419 ნახვა
მსოფლიო
რეზნიკოვი - არც ისე ადვილია ხერსონიდან რუსეთის ჯარების გაყვანა, ამას მინიმუმ ერთი კვირა დასჭირდება
არც ისე ადვილია ხერსონიდან რუსეთის ჯარების ერთ ან ორ დღეში გაყვანა, ამას მინიმუმ ერთი კვირა დასჭირდება, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა. რეზნიკოვის თქმით, რუსეთს ხერსონის ოლქში, დაახლოებით, 40 000 ჯარისკაცი ჰყავს განთავსებული. "ზამთარი შეანელებს ბრძოლის ველზე აქტივობას ყველა მხარისთვის. ეს ყველა მხარისთვის სასარგებლოა. ამ დროს მაქსიმალური შედეგით გამოვიყენებთ ჩვენი შეიარაღებული ძალებისთვის, გადაჯგუფებისთვის, განახლებისთვის, როტაციისთვის და კარგად მოვამზადებთ მათ", - აცხადებს თავდაცვის მინისტრი. ცნობისთვის, 9 ნოემბერს რუსულმა მედიამ თავდაცვის მინისტრზე, სერგეი შოიგუზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთს ხერსონიდან შეიარაღებული ძალები გაჰყავდა. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, სამხრეთით შეიარაღებული ძალები ფრთხილად მიიწევენ წინ, რათა კონტრშეტევა მინიმალური დანაკარგებით წარიმართოს. ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსულმა ჯარებმა ხერსონის ოლქიდან უკან დახევის დროს, რამდენიმე ხიდი გაანადგურეს და უკრაინული ჯარების წინსვლის შეფერხების მიზნით, სავარაუდოდ, ტერიტორია დანაღმეს. აღსანიშნავია, რომ ვიდრე რუსული მხარე ხერსონიდან ჯარის გაყვანის შესახებ გამოაცხადებდა, მანამდე უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხერსონის ოლქში ოკუპანტებმა 5 ხიდი ააფეთქეს. გუშინ, 10 ნოემბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ რუსულმა ჯარებმა ხერსონის ოლქიდან უკან დახევა დაიწყეს და აღნიშნულს "მანევრი" უწოდა.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)