|
2022-11-11 09:05:46, 1311 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკი - იმ უკრაინული დროშების რაოდენობა, რომლებიც საკუთარ ადგილებს უბრუნდება, უკვე ათეულობითაა
კარგი ამბებია სამხრეთიდან, 41 დასახლება ოკუპანტებისგან გათავისუფლდა,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ზელენსკის თქმით, ყველაფერი ის, რაც დღეს ხდება, მიღწეულია რამდენიმეთვიანი ხისტი ბრძოლით, მიღწეულია უკრაინელი ჯარისკაცების სიმამაცით, ტკივილით და დანაკარგით. „დღეს კარგი ახალი ამბები გვაქვს სამხრეთიდან. იმ უკრაინული დროშების რაოდენობა, რომლებიც საკუთარ ადგილებს უბრუნდება თავდაცვითი ოპერაციის მიმდინარეობისას, უკვე ათეულობითაა. გათავისუფლებულია 41 პუნქტი. მადლობა ყველა ჩვენს გმირს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს წინსვლას. შეირაღებულ ძალებს, დაზვერვას, სპეციალურ ძალებს… ყველას. დღეს ყველა ბედნიერები ვართ, ვიხილოთ, თუ როგორ ხვდებიან ოკუპირებულ სოფლებსა და ქალაქებში დარჩენილები ჩვენს მეომრებს. ახლა ბევრი, საათში ერთხელ ამოწმებს, სად მივიდნენ ჩვენი ქვედანაყოფები და სად აღიმართა სახელმწიფო დროშა. მაგრამ სიხარულთან ერთად უნდა გვახსოვდეს დღეს და ყოველთვის, თუ რას ნიშნავს ეს მოძრაობა, რომ ჩვენი თავდაცვითი ძალების ყოველი ნაბიჯი - ჩვენი მეომრების ტოლფასია. ეს არის სიცოცხლე, რომელსაც უკრაინელების თავისუფლებისთვის წირავენ. ყველაფერი ის, რაც დღეს ხდება, მიღწეულია რამდენიმეთვიანი ხისტი ბრძოლით. მიღწეულია მათი სიმამაცით, ტკივილით და დანაკარგით. მტერი კი არ მიდის, ეს უკრაინელები დევნიან მათ დიდი ფასის გადახდის შედეგად“,- განაცხადა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, რომ მანამდე უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ბოლო 24 საათში ხერსონისა და ნიკოლაევის ოლქებში 12 დასახლებული პუნქტი გათავისუფლდა რუსი ოკუპანტებისგან.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)