14:29 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-10 12:42:00, 1139 ნახვა

მსოფლიო
ბრიტანული დაზვერვა - რუსებმა ხერსონიდან უკან დახევის დროს, ხიდები გაანადგურეს და სავარაუდოდ, ტერიტორია დანაღმეს

რუსულმა ჯარებმა ხერსონის ოლქიდან უკან დახევის დროს, რამდენიმე ხიდი გაანადგურეს და უკრაინული  ჯარების წინსვლის შეფერხების მიზნით, სავარაუდოდ, ტერიტორია დანაღმეს. ამის შესახებ ბოლო მიმოხილვაში ბრიტანული დაზვერვა წერს.

დაზვერვა მიიჩნევს, რომ დნეპრის დასავლეთ სანაპიროს დაკარგვა, ოდესასთან სახმელეთო დერეფნის შექმნაზე რუსეთის სტრატეგიულ ამბიციას ხელს უშლის.

"ხერსონის მახლობლად, მდინარე დნეპრის დასავლეთ სანაპიროს დაკარგვა, დიდი ალბათობით, ხელს შეუშლის რუსეთს სტრატეგიული ამბიციის განხორციელებაში - სახმელეთო დერეფნის შექმნაზე ოდესასთან. სავარაუდოა, რომ გაყვანა რამდენიმე დღეში განხორციელდება თავდაცვითი პოზიციებით და საარტილერიო ცეცხლით", - ნათქვამია დაზვერვის მიმოხილვაში.

ცნობისთვის, 9 ნოემბერს რუსულმა მედიამ თავდაცვის მინისტრზე, სერგეი შოიგუზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთს ხერსონიდან შეიარაღებული ძალები გაჰყავდა. 

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, სამხრეთით შეიარაღებული ძალები ფრთხილად მიიწევენ წინ, რათა კონტრშეტევა მინიმალური დანაკარგებით წარიმართოს.

აღსანიშნავია, რომ ვიდრე რუსული მხარე ხერსონიდან ჯარის გაყვანის შესახებ გამოაცხადებდა, მანამდე უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხერსონის ოლქში ოკუპანტებმა 5 ხიდი ააფეთქეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს, როგორც სახელმწიფო მინისტრს, უფლებამოსილებები და მისი ფარგლები განუსაზღვრა
ფასების კომისიის დასკვნა: ჩვენი რეკომენდაციაა უფრო რბილი ჩარევა, ვიდრე აგრესიული
მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი შალვა კბილაშვილი გახდა
თბილისში ჯაზის მსოფლიო დღე აღინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics