|
2022-11-10 09:01:45, 1020 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკი - ვმოძრაობთ ფრთხილად, ზედმეტი რისკების გარეშე - სწორედ ასე უზრუნველვყოფთ ჩვენი ქალაქების გათავისუფლებას
მინდა, კიდევ ერთხელ და ცალკე გავაფრთხილო ყველა, ვინც მოსკოვში შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებს - თქვენი ნებისმიერი მცდელობა, ააფეთქოთ კახოვსკის ჰიდროელექტროსადგური, დატბოროთ ჩვენი ტერიტორია და გააუწყლოოთ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, ნიშნავს თქვენს მიერ ომის მთელი მსოფლიოსთვის გამოცხადებას, დაფიქრდით, რა დაგემართებათ,- ასე მიმართავს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის ხელისუფლებას. მისი თქმით, დონეცკის რეგიონში ახლა არის ყველაზე დიდი დაპირისპირება და იქ ბევრი რამ წყდება. ამასთან, ნებისმიერი დანაკარგი იქ, წარმოადგენს ქვეყნის დანაკარგს. „დღეს საინფორმაციო სივრცეში ბევრი სიხარულია და გასაგებია, რატომაც, მაგრამ ჩვენი ემოციები უნდა იყოს მოზომილი – ყოველთვის ომის დროს. ნამდვილად არ გამოვკვებავ მტერს ჩვენი ოპერაციების ყველა დეტალით არც სამხრეთში, არც აღმოსავლეთში და არც სხვაგან. როცა ჩვენ შედეგი გვექნება, ამას ყველა დაინახავს. აუცილებლად. შესაძლოა, ეს არ ჟღერს ისე, როგორც ახლა ამას მოელიან. შესაძლოა, ისე არა, როგორც ეს ახალ ამბებშია, მაგრამ თქვენ უნდა გესმოდეთ: უბრალოდ არავინ არსად მიდის, თუ არ გრძნობს ძალას. მტერი საჩუქრებს არ გვიკეთებს, არც „კეთილი ნების ჟესტებს“. და როცა იბრძვი, უნდა გესმოდეს, რომ ყოველი ნაბიჯი მტერთან შეწინააღმდეგებაა. ამიტომ ძალიან ფრთხილად ვმოძრაობთ, ზედმეტი რისკების გარეშე. სწორედ ასე უზრუნველვყოფთ ხერსონის, კახოვკის, დონეცკისა და სხვა ქალაქების გათავისუფლებას“, -განაცხადა ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)