08:31 - 01 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-09 13:37:28, 1479 ნახვა

მსოფლიო
სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები მოლაპარაკებების დაჩქარებაზე შეთანხმდნენ

სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე მოლაპარაკებების დაჩქარებაზე შეთანხმდნენ,- აღნიშნულის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა.

პრაისის თქმით, მხარეებმა შეძლეს შეთანხმება, რომ გააგრძელონ შეხვედრები და მომდევნო კვირებში ჩაერთონ პირდაპირ დიალოგში.

„შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ დააჩქარონ მოლაპარაკებები და მოაწყონ მორიგი შეხვედრა უახლოეს კვირებში. ისინი მადლიერებას გამოხატავენ მდივანი ბლინკენის, ამერიკული მხარის მიმართ გუშინდელი დისკუსიების ორგანიზებისთვის. გუშინდელი დღე დადებითი იყო იმით, რომ მხარეები შეხვდნენ. მათ გამოავლინეს უთანხმოების მრავალი სფერო. დღის ბოლოს მათ შეძლეს ერთობლივ განცხადებაზე შეთანხმება. მათ შეძლეს შეთანხმება, რომ გააგრძელონ შეხვედრები და ჩაერთონ პირდაპირ დიალოგსა და დიპლომატიაში მომდევნო კვირებში“, – განაცხადა ნედ პრაისმა.

ცნობისთვის, სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები, ვაშინგტონში, 7 ნოემბერს შეხვდნენ ერთმანეთს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics